მოსკოთვთან არმიის ოპტიკური მოწყობილობების საწარმო აფეთქდა - რა ვიცით

მოსკოვის დროით დაახლოებით 13 საათზე ქალაქის შემოგარენში მდებარე ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური აფეთქება მოხდა. ქარხნა რუსეთის არმიისთვის ოპტიკური მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია. 

რა ვიცით

აფეთქება იმდენად მასშტაბური იყო, რომ საწარმოს ირგვლივ მდებარე შენობების ფანჯრებიც დაამსხვრია. ადგილობრივი ტელეგრამ არხებში იწერებოდა, რომ აფეთქებამდე საწარმოს თავზე უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს. 

ბოლო ცნობებით აფეთქების შედეგად სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 50-მდე ადამიანმა, ხოლო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. 

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, TACC-ის წყაროს ცნობით, აფეთქება არა დრონს, არამედ "ადამიანურ ფაქტორს" უკავშირდება, ხოლო აფეთქება ერთ-ერთ ფლიგელში მდებარე პიროტექნიკის საწყობზე მოხდა.  

პიროტექნიკის საწყობის აფეთქების ვერსიას ადასტურებენ სხვა წყაროებიც, თუმცა მათი ცნობით, აფეთქების მიზეზი სწორედ დრონის დარტყმა გახდა. 

თავად ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა რუსეთის შეიარაღების უმსხვილესი სახელმწიფო კონცერნის РОСТЕХ-ის საკუთრებაა. ქარხანა აწარმოებს სამედიცინო და ლაბორატორიულ დანადგარებს. მათ შორის 2021 წელს ქარხანამ წარმოადგინა სპეციალურად რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის შექმნილი დურბინდები. გაყიდვაშია ქარხნის მიერ წარმოებული ოპტიკური სამიზნეებიც. 

გარდა ამისა 2018 წელს ქარხანამ თავდაცვის სამინისტროს წარუდგინა ლაზერული დასხვების აღმომჩენი სისტემა, რომელსაც წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა თავდაცვის ძალები მოსალოდნელი შეტევის შესახებ. 

დრონების თავდასხმის ვერსიას ამყარებს ისიც, რომ 9 ივლისს მოსკოვის შემოგარენში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინის არმიის კუთვნილი 2 დრონი ჩამოაგდო. 

 

მსგავსი სიახლეები