მოსკოვი: ებრაელი "დაქირავებული მებრძოლები" აზოვთან ერთად იბრძვიან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ ებრაელი დაქირავებული მებრძოლები უკრაინაში აზოვის პოლკთან ერთად იბრძვიან.

"დაქირავებული მებრძოლები ისრაელიდან პრაქტიკულად აზოვის "ბოევიკების" მხარდამხარ იბრძვიან უკრაინაში", - განაცხადა მარია ზახაროვამ რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.

ბოლო 1 კვირაა ისრაელსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა. ისრაელმა - ბევრ დასავლურ ქვეყანასთან ერთად - მკაცრად გააკრიტიკა ლავროვი კვირას გაკეთებული კომენტარებისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი" და "ყველაზე ცუდი ანტისემიტები ებრაელები არიან".

ლავროვმა ეს განცხადება იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა, როდესაც ცდილობდა რუსული ნარატივი გაემართლებინა, რომ უკრაინაში ინტერვენცია"დენაციფიკაციის" მიზნით დაიწყო.

ისრაელში რუსეთის ელჩი ისრაელში ანატოლი ვიქტოროვი ორშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა ლავროვის განცხადებებს "უპატიებელი" უწოდა.

მსგავსი სიახლეები