მოსკოვის საპატრიარქო კიევის პეჩორის ლავრის დაცლაზე უარს ამბობს
კიევის პეჩორის ლავრის რუსეთთან დაკავშირებულმა წინამძღვარმა 13 მარტს განაცხადა, რომ ის და მონასტრის სხვა ბერები არ აპირებენ ლავრის შენობის დაცლას. ამის შესახებ The Kyiv Independent წერს.
10 მარტს უკრაინის კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უკრაინის ფილიალის ბერებმა 29 მარტამდე უნდა დატოვონ კიევის პეჩორის ლავრა, უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური მონასტერი.
"ჩვენ არ ვართ კოლაბორატორები", - თქვა მიტროპოლიტმა პავლო ლებიდმა, კიევის პეჩორის ლავრის ხელმძღვანელმა. "ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ, ადამიანები, რომლებიც აქ ვცხოვრობთ (მონასტერში) 1988 წლიდან. ბევრ ჩვენგანს აქაურობის გარდა სხვა ადგილი არ აქვს. ღვთის სიყვარულს ვერავინ შეგვაწყვეტინებს."
რუსეთის მიერ კონტროლირებად ეკლესიის, კიევის პეჩორის ლავრის ნაწილზე - ზემო ლავრად წოდებული - იჯარის ვადა 1-ელ იანვარს ამოიწურა და უკრაინის მთავრობამ გადაწყვიტა არ გააგრძელოს იჯარა. მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 29 მარტიდან ასევე შეწყვეტს რუსეთის კუთვნილი ეკლესიის დარჩენილ ნაწილს, ქვემო ლავრის განუსაზღვრელი ვადით იჯარას. მათ იჯარის პირობების დარღვევაში ედებათ ბრალი.
რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ეკლესია ამტკიცებდა, რომ იჯარის შეწყვეტა უკანონო იყო.
იანვრიდან უკრაინის მთავრობამ რუსეთისგან დამოუკიდებელ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას უფლება მისცა, რამდენიმე საეკლესიო წირვა ჩაეტარებინა კიევის პეჩორის ლავრაში. არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ლავრა სამუდამოდ გადასცეს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას.
კიევის პეჩორის ლავრა ("პეჩერსკა" ნიშნავს "გამოქვაბულს"), 1051 წელს დაარსდა და არის ერთ-ერთი პირველი მონასტერი კიევის რუსეთში. იგი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს უკრაინის შტოს 1688 წლამდე ეკუთვნოდა, სანამ ის რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შეიერთა.