მოსკოვის საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პეჩორის ლავრის დატოვებას არ აპირებს
კიევის პეჩორის ლავრის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა პავლემ განაცხადა, რომ მას და მოსკოვის საპატრიარქოს სასულიერო პირებს სასამართლო პროცესის დასრულებამდე უფლება აქვთ ლავრაში დარჩნენ.
ამის შესახებ Українська правда წერს.
"სამშაბათს მოვიდა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ 30-ში წმინდა აგაპიტის ეკლესიიდან დაიწყება ლავრის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა. კანონი ჩვენს მხარეზეა. სასამართლო პროცესის დასრულებამდე ლავრაში დავრჩებით. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი კონტრაქტი, რომლის შეწყვეტაც ომის დროს შეუძლებელია. ჩვენ შემოგვთავაზეს "კომპრომისი": მისი უნეტარესობა ონუფრი, სემინარია და მე ვტოვებთ ლავრას. მე ვთქვი, რომ ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა ჩამოხსნან. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი "კომპრომისები". უნდათ ჩვენი ლავრა, პოჩაევსკაია წაგვართვან და დედათა მონასტრებში გადავიდეთ." - წერს მიტროპოლიტი პავლე.
მისი თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლებისა და მრევლის ლოცვების წყალობით გახდა "უკრაინის ყველა პრეზიდენტი პრეზიდენტი."
29 მარტს ცნობილი გახდა, რომ კიევის სასამართლომ კიევ-პეჩერსკის ლავრის, მონასტრის და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სარჩელი მიიღო.
სარჩელი ლავრის ტერიტორიაზე მდებარე ეროვნული ნაკრძალის წინააღმდეგ შეიტანეს და მოსკოვის საპატრიარქოსა და ნაკრძალს შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
კონტექსტი
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ეპიფანე აცხადებს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს გასვლის შემდეგ, კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე მონასტერი არ დაიხურება და ღვთისმსახურების ენა თანამედროვე უკრაინულთან ერთად ძველი სლავურიც იქნება.
2023 წლის მარტში კიევ-პეჩერსკის ლავრის ეროვნულმა ნაკრძალმა მოსკოვის საპატრიარქოსთან ლავრის უფასო გამოყენების შესახებ ხელშეკრულება გაწყვიტა, ამიტომ ბერები იძულებულნი გახდნენ მონასტერი და ყველა შენობა დაეტოვებინათ.