მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინელ მიტროპოლიტ პავლეს შინაპატიმრობა მიესაჯა

1 აპრილს კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა მიძინების მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, პავლეს (ლებედს), რომელიც ეჭვმიტანილია ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის გაღვივებაში, ასევე უკრაინაში რუსული აგრესიის გამართლებაში.

ამის შესახებ Суспільне წერს.

პავლეს 60 დღით შინაპატიმრობა შეეფარდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დაევალა.

კონტექსტი

1 აპრილს რუსულმა სააგენტომ РИА Новости-მ გაავრცელა მიტროპოლიტ პავლეს განცხადება, რომ ის ეჭვმიტანილია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მის სახლში ჩხრეკას აწარმოებდა.

მოგვიანებით, СБУ-მ დაადასტურა, რომ იგი ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის მეორე პუნქტის (მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა მათი რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსის და სხვა მიზეზით) და 436-ე მუხლის მე-2 პუნქტი (უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის უარყოფა, მისი მონაწილეების განდიდება, გამართლება, კანონიერად აღიარება).

სპეცსამსახურმა გამოაქვეყნა ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოები, ასევე სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, სადაც ის რუსეთის შემოჭრას "რუსეთის ფედერაციასა და ამერიკას შორის ბოლო უკრაინელამდე ომს" უწოდებს. გარდა ამისა, მიტროპოლიტი რუსეთის ფედერაციას "ქალაქი კიევისა და ოდესის ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების" დაბომბვას მოუწოდებს და  რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან საჯარო გამოყოფის შესახებ განცხადებების მიუხედავად, მრევლს მოუწოდებს, ღვთისმსახურების დროს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური კირილი მოიხსენიონ.

მსგავსი სიახლეები