მრავალი მცდელობის მიუხედავად აშშ-მ Алфа ბანკის მფლობელები დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკის მფლობელებს, პიოტრ ავინს და მიხაილ ფრიდმანს - ორივე მათგანი მრავალია თვეა ცდილობს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და კანადის მიერ უკვე დაწესებული სანქციების გაუქმებას. 

შესაბამისი დოკუმენტი ამერიკის ხაზინის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

სანქციები დაუწესდა ავინისა და ფრიდმანის პარტნიორებს, გერმან ხანსა და ალექსეი კუზმიჩევს. გარდა ამისა სანქციების ქვეშ მოჰყვა რუსეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა კავშირი. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ევროკავშირის მხრიდან სანქცირების შემდეგ, ხანმა, ავინმა და ფრიდმანმა ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს. მათ ღიად განაცხადეს ბანკში საკუთარი წილის გაყიდვის სურვილის შესახებაც. 

უკვე რამდენიმე თვეა ავინი და ფრიდმანი ევროპაში სანქციების მოსახსნელად სასამართლო დავას აწარმოებენ. ომის პირველ კვირებში Bloomgerg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინულ ქალაქ ლვოვში დაბადებული ფრიდმანი სანქციების შედეგად გართულებულ ცხოვრებაზე წუწუნებდა. 

 

მსგავსი სიახლეები