მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი ანტარქტიკას მოწყდა
მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი ანტარქტიკას მოწყდა. ყინულის გიგანტური ნაგლეჯი მანჰეტენზე 80-ჯერ დიდია.
ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) ცნობებით, აისბერგი რონის ყინულის შელფს დასავლეთ ანტარქტიკაში მოწყდა.
აისბერგის სიგრძე 170 კილომეტრია, სიგანე კი - 25.
აისბერგების წარმოქმნა ბუნებრივი ციკლის ნაწილია. კონკრეტულად ამ მოვლენას მეცნიერები კლიმატის ცვლილებას არ უკავშირებენ.
ისევე როგორც ჭიქაში ყინულის გალღობა არ იწვევს სასმლის დონის მომატებას, ასევე არ მოიმატებს ზღვის დონე, რადგან აისბერგი ყინულის შელფის ნაწილი იყო.
აისბერგს A-76 უწოდეს.