"მწვანეებიდან" გერმანიის კანცლერობის კანდიდატი უკრაინას Taurus-ის რაკეტებს დაჰპირდა

გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა პირობა დადო, რომ გერმანიის მთავრობის მეთაურის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, უკრაინას Taurus-ის შორ დისტანციაზე მოქმედ ფრთოსან რაკეტებს გაუგზავნის.

ამის შესახებ მან 17 ნოემბერს, ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მან სურვილი გამოთქვა გადახედოს გერმანიის ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება კიევისთვის Taurus-ის მიწოდებას.

გერმანიის კანცლერობის მთავარმა პრეტენდენტმა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა მსგავსი წინასაარჩევნო დაპირება რამდენიმეჯერ გასცა და შოლცი სტრატეგიული ხედვის არქონაში დაადანაშაულა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა და შოლცის თანაპარტიელმა, სოციალ-დემოკრატმა ბორის პისტორიუსმაც უარყოფითად ისაუბრა Taurus-ის უკრაინისთვის გადაცემაზე და განაცხადა, რომ კიევისთვის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება არ შეცვლის უკრაინაში ვითარებას.

17 ნოემბერს, The New York Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა უკრაინისთვის შორ დისტანციაზე მქომედი იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმების აკრძალვა.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, საუბარია ATACMS-ის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებით კურსკის რეგიონში სამიზნეების დაბომბვაზე.

მსგავსი სიახლეები