"მუდმივი ზავი გვსურს და არა დროებითი"- თეთრი სახლი პუტინის გამოცხადებულ ზავზე

პრეზიდენტ ტრამპს ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა სურს და არა დროებითი - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი, კაროლაინ ლევიტი ვლადიმირ პუტინის მიერ 9 მაისისადმი მიძღვნილ 3-დღიან ზავს. 

State of Play: თეთრი სახლის პრესსპიკერის ციტატას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. ლევიტის თქმით, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განმარტა, რომ მას მუდმივი ზავი სურს და არა დროებითი. 

  • ამასთანავე ლევიტის თქმით, ტრამპის უკმაყოფილება იზრდება როგორც ვლადიმირ პუტინით, ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკით და ამერიკელი პრეზიდენტის აზრით, მხარეებმა სასწრაფოდ უნდა პირდაპირი მოლაპარაკებები. 

Big Picture: კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზავი ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე ცხადდება და 9 მაისის ხსოვნას ეძღვნება და 3 დღის განმავლობაში იმოქმედებს. 

  • თავის მხრივ პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის კრიტიკული კომენტარები, რომელშიც ამერიკელი პრეზიდენტი სანქციების გამკაცრებაზე მიუთითებდა და პროგრესის არ არსებობის შემთხვევაში მედიაციის შეწყვეტაზე საუბრობდა. 

Context: პუტინის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა და განაცხადა, რომ ომის დასრულების სურვილის შემთხვევაში გაუგებარია რატომ აცხადებს პუტინი 3-დღიან ზავს და არა 30-დღიანს, როგორც ამას დათანხმდა უკრაინული მხარე.

  • პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა სამშვიდობო დარეგულირების მოთხოვნები, რომლებიც 2022 წლის პუტინის მაქსიმალისტურ პოზიციებს იმეორებს და კვლავ მოიაზრებს უკრაინის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას. 

მსგავსი სიახლეები