ნატო: ევროპას ენერგომომარაგების გამრავალფეროვნება სჭირდება

 

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის განახლების ფონზე, ევროპას ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების გამრავალფეროვნება სჭირდება, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

„შეშფოთებული ვართ ენერგეტიკის კუთხით ევროპაში შექმნილი სიტუაციით. ევროპა ბუნებრივი აირის ერთ მომმარაგებელზე ჭარბადაა დამოკიდებული, რაც მომარაგების წყაროების გამრავალფეროვნებაზე ზრუნვას საჭიროებს“, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის ლიდერის განცხადებაში.

ევროკავშირს ბუნებრივი აირის მოთხოვნილების მესამედით რუსეთი ამარაგებს. მომარაგების შეფერხება ბაზარზე გაზის ფასის მკვეთრ ზრდას და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისს გამოიწვევს.

რუსეთზე პოტენციური სანქციების შემუშავების ფონზე დასავლური ქვეყნები ენერგეტიკული „ბალიშის“ შექმნას ცდილობენ.

ვაშინგტონი ევროპელი მოკავშირეებისთვის თხევადი ბუნებრივი აირით (LNG) მომარაგებაში დახმარებას ცდილობს, რაც რუსული ბუნებრივი აირის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება. 

მსგავსი სიახლეები