ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: მზად ვართ რუსეთთან კონფლიქტისთვის
ადმირალ, რობ ბაუერის თქმით, ალიანსის წევრები მზად არიან რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის სცენარისთვის.
ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა უკრაინულ პორტალ, არმიაინფორმთან ინტერვიუში განაცხადა.
რობ ბაუერის თქმით, ალიანსში ჯერ კიდევ 2014 წელს მიხვდნენ, რომ ევროპაში უსაფრთხოების სურათი და გამოწვევები შეიცვალა და მზადების პროცესი დაიწყეს.
"დღეს ყველას გვესმის, რომ პირობებში როდესაც კოლექტიური თავდაცვის დროს ვუბრუნდებით, დრო ჩვენს მხარეს არ არის, იმიტომ, რომ მტერი წყვეტს სად და როდის შეგვიტევს, როგორც ვხედავთ სამწუხაროდ უკრაინა ამაში დარწმუნდა. მზად ვართ თუ არა ჩვენ? პასუხია - დიახ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა - ვიყოთ მზადყოფნაში",- განაცხადა ბაუერმა.
ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის მზაობის შესახებ დასმულ კითხვაზე ბაუერმა განაცხადა, რომ 2016 წლიდან ამ ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობა იზრდება და ამ დროისთვის საუბარია მაღალი მზაობის 8 ბატალიონზე, რომელთა გაერთიანებაც სრულყოფილ ბრიგადაში სწრაფად არის შესაძლებელი.