ნავალნის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის მისაღებად 400,000 ადამიანი დარეგისტრირდა

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე მონაწილეობის მისაღებად 400,000 ადამიანზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. ამის შესახებ 7 აპრილს თავის Twitter-ის გვერდზე ნავალნის რეგიონული შტაბების ხელმძღვანელმა, ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა. 

ალექსეი ნავალნის მომხრეებმა აღნიშნეს, რომ ისინი რუსეთის ყველა ქალაქში გასამართი საპროტესტო აქციის თარიღს მაშინ გამოაცხადებენ, როდესაც საიტზე 500,000 პოტენციური მონაწილე დარეგისტრირდება.

ვოლკოვის განცხადებით, აქციაზე “თავისუფლება ნავალნის” დარეგისტრირებულების მეოთხედი მოსკოვზე მოდის (90 000 მონაწილე), სანქტ-პეტერბურგში კი 43 ათასი პოტენციური აქციის მონაწილე დარეგისტრიდა, ეკატერინბურგში - 13 ათასი.

 

 

მსგავსი სიახლეები