ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე 1,700 ადამიანი დააკავეს
ოთხშაბათს, რუსეთის ათობით ქალაქში გამართულ აქციებზე 1,700 დემონსტრანტი დააკავეს. დემონსტრანტები მხარდაჭერას უცხადებდნენ ალექსეი ნავალნის და მისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევას ითხოვდნენ.
მოსკოვის ცენტრში გამართულ აქციაზე ისმოდა შეძახილები “თავისუფლება ნავალნის!” და “შეუშვით ექიმები!”. აქციას ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულიაც შეუერთდა.
სანქტ-პეტერბურგში 804 ადამიანი დააპატიმრეს, უფაში - 119.
პოლიციის განცხადებით მოსკოვში არალეგალურ პროტესტში 6,000 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ნავალნის შტაბში აცხადებენ, რომ დემონსტრანტების რაოდენობა 10-ჯერ მეტი იყო.