ნავთობის ფასი - ნაბიულინამ ტრამპის ტარიფებში ეკონომიკისთვის საფრთე დაინახა

სავაჭრო ომების შემდგომი ესკალაცია და გლობალური ეკონომიკური აქტივობის კლება, რაც ნავთობის ფასის მკვეთრი კლებით ხასიათდება, საფრთხის შემცველია რუსეთის ეკონომიკისთვის - ამბობს რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი. 

State Of Play: ამის შესახებ ელვირა ნაბიულონამ სახელმწიფო დუმაში კომუნისტური პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. ცოტა ხნით ადრე, ნაბიულინამ ნავთობის ფასის კლებას რუსეთისთვის პრო-ინფლაციური მოვლენა უწოდა. 

  • "ჩვენს ეკონოკაზე გავლენის მთავარი არხი ნავთობის ფასის ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული. იმიტომ, რომ თუ განვითარებული სატარიფო ომები მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ვხედავთ ესკალაციას, გამოიწვევს გლობალური ვაჭრობის შემცირებას, გლობალური ეკონომიკისა და ნავთობზე მოთხვონის, მათ შორის, ჩვენს ენერგომატარებლებზეც. ამიტომ აქ რისკები არსებობს"- განაცხადა ნაბიულინამ.

  • 2 აპრილს დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების შემდეგ, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის კლება დაიწყო - საერთაშორისო სტანდარდატ მიჩნეული Brent-ის ფასი 15%-ით გაიფდა და ბარელის ფასი 64 დოლარს გაუტოლდა. 

  • 50 დოლარამდე გაიფდა რუსული წარმოების საექსპორტო მარკის URALS-ის ფასიც, რაც 2023 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რუსეთის საბიუჯეტო წესში, რომელიც ნავთობისგან მისაღები საგადასახადო შემოსავლების განსასაზღვრად არსებობს პროგნოზირებული საშუალო წლიური ფასი 69 დოლარს შეადგენს. 

  • ნავთობზე ფასის კლების პარალელურად შესამჩვენად გაუფასურდა რუბლის გაცვლი კურსიც.

Big Picture: ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად საკუთარი პროგნოზი ნავთობზე ფასების შემცირებით დააკორექტირეს Goldman Sach-ის და Societe General-ის ანალიტიკოსებმა.

  • იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი, კრის რაიტი დღეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 2-კვირიან ტურნეს იწყებს. 
  • საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, რაიტის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სპარსეთის ყურის მონარქიების დარწმუნებაა გაზარდონ ნავთობის მოპოვება. 
  • დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნავთობის ფასების კლება მისი ადმინისტრაციის მიზანი იქნება - ამერიკელი პრეზიდენტისთვის ეს საჭიროა რათა ირანმა ვერ შექნნას ბირთვული იარაღი და რუსეთს ჰქონდეს ომის დასრულების სტიმული. 

Context: ენერგომატარებლების (გაზი და ნავთობი) ექსპორტი რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების მესამედს უზრუნველჰყოფს. 

  • გასული მარტში მედიამ მოიპოვა რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ მთავრობისთვის შედგენილი დახურული ანგარიში, რომელშიც საუბარია 1980-იანი წლების მეორე ნახევარში განვითარებული, ნავთობის განგრძობითი გაიფების განმეორების რისკზე. 

მსგავსი სიახლეები