ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია
რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის ფონზე ნავთობის საერთაშორისო ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია.
საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 96 დოლარს გადააჭარბა, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია.
ნავთობის ფასები ბოლო კვირების განმავლობაში მოთხოვნისა და მიწოდების დისპროპორციის გამო იზრდება. ამგვარ დინამიკას ხელს უწყობს დაძაბულობა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრის რეალური საფრთხე.
JP Morgan-ის ანალიტიკოსების აზრით, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ნავთობის საერთაშორისო ფასი შესაძლოა 150 დოლარსაც გაუტოლდეს, რასაც თავის მხრივ გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება და ინფლაციის მაჩვენებლების გაორმაგება.
ნავთობის პარალელურად ძვირდება ბუნებრივი აირის ფასებიც - 1 000 კუბურ მეტრ გაზზე, 1 000 დოლარს გადააჭარბა. ფასების ზრდამ 13.7% შეადგინა.