ნეთანიაჰუმ დაასახელა ორი მიზეზი, რის გამოც ისრაელი უკრაინას იარაღს არ აწვდის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ Jerusalem Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელს არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რადგან ის შეიძლება რუსების, შემდეგ კი ირანის ხელში აღმოჩნდეს.
"ვფიქრობ, ისრაელი განსაკუთრებულ სიტუაციაშია, რომელიც განსხვავდება, ვთქვათ, პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთისა თუ სხვა დასავლური ქვეყნებისგან, რომელიც უკრაინას ეხმარება.
ჯერ ერთი, ჩვენ გვაქვს ახლო სამხედრო საზღვარი რუსეთთან. ჩვენი პილოტები რუს მფრინავებთან ერთად დაფრინავენ სირიის ცაში. და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მოქმედების თავისუფლება ირანის მცდელობების წინააღმდეგ, გაიმყაროს სამხედრო ძალა ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე.
მეორეც, ჩვენ ასევე გაშფოთებს, რომ ნებისმიერ სისტემას, რომელსაც უკრაინას გადავცემთ, ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ, რადგან ისინი შეიძლება მოხვდეს ირანელების ხელში. და სხვათა შორის, ეს არ არის თეორიული შესაძლებლობა. ეს რეალურად მოხდა დასავლურ ტანკსაწინააღმდეგო იარაღთან დაკავშირებით, რომელსაც ახლ ჩვენს საზღვრებზე ვხედავთ. ამიტომ აქ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ." - თქვა ისრაელის პრემიერმა.
ნეთანიაჰუმ უკრაინის დახმარებისადმი ისრაელის მიდგომას "გაწონასწორებული" უწოდა.
მისი თქმით, დასავლური სახელმწიფოების მეთაურებს "ესმით, რომ ისრაელი სხვა სიტუაციაშია, ვიდრე რომელიმე მათგანი."