ნიდერლანდები და ავსტრალია რუსეთს მალაიზიური ბოინგის საქმეზე უჩივიან
ნიდერლანდები და ავსტრალია რვა წლის წინ ჩამოგდებული MH17 თვითმფრინავის საქმეზე რუსეთს გაეროს ორგანოში უჩივიან.
ამსტერდამმა და კანბერამ სარჩელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) შეიტანეს.
მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 2014 წლის ივლისში აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, რომელსაც კრემლის მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებდნენ.
ბორტზე მყოფი 298-ვე პირი დაიღუპა. მათი უმეტესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო, 38 კი - ავსტრალიის.
საერთაშორისო გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თვითმფრინავი რუსეთიდან გასროლილი ბუკის რაკეტით ჩამოაგდეს.
მოსკოვი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან კავშირს უარყოფს.
ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, რუსეთმა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენა, რაც საჰაერო ნაოსნობის შესახებ ჩიკაგოს ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს.
ამსტერდამში აცხადებენ, რომ სარჩელის შეტანას უკრაინაში მიმდინარე ომთან კავშირი არ აქვს.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში რუსეთს კომპენსაციის გადახდა შეიძლებ დაეკისროს.
ნიდერლანდებს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც აქვს შეტანილი.