ნიდერლანდების სასამართლო ისრაელის თავდაცვის მინისტრს არ გაასამართლებს
ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრ ბენი განცს და სხვა ებრაელ ოფიცრებს ომის დანაშაულისთვის არ გაასამართლებს.
განცს ნიდერლანდების პარლამენტის პალესტინური წარმოშობის წევრმა ისმაილ ზაიდამ უჩივლა, რომელსაც 2014 წელს მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას ღაზაში ექვსი ნათესავი გარდაეცვალა. სასამართლოს განჩინებით, უნივერსალური იურისდიქცია არ ვრცელდება სამოქალაქო საქმეებზე.
ზაიდამ სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა, სადაც აცხადებდა, რომ უნივერსალური იურისდიქცია შეიძლება ისეთ შემთხვევებზე გავრცელდეს, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევას მოიცავს და მან განცისთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა.
სამშაბათს სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს იმუნიტეტი არ უნდა მოეხსნათ ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ან ომის დანაშაულებისთვის, რადგან ეს სამოქალაქო საქმეებია.
გენერალი ბენი განცი 2011-15 წლებში ისრაელის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო და 2014 წელს ღაზაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა.