ნორვეგიის პრემიერმა ისრაელი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე თვლის, რომ ისრაელი საერთაშორისო სამართალს არღვევს ღაზას სექტორის დაბომბვით, თუმცა ის ადასტურებს ქვეყნის თავდაცვის უფლებას.
ამის შესახებ სტიორემ ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელ NRK-თან ინტერვიუში განაცხადა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა გმობს ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას.
"მაგრამ საერთაშორისო კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ცეცხლი იყოს პროპორციული, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა არ დავივიწყოთ და ეს ზღვარი დიდი ხანია გადალახულია... ერთ-ერთი შედეგია საჰაერო თავდასხმები, როდესაც ადამიანებს დასამალი არსად აქვთ და დაღუპულების დაახლოებით ნახევარი ბავშვები არიან." – ფიქრობს ის.
სტიორემ ასევე ყურადღება გაამახვილა ღაზას სექტორში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, სადაც ისრაელის ბლოკადისა და დაბომბვის გამო მოსახლეობისთვის აუცილებელი პროდუქტების და ნივთების მიწოდება რთულია.
"ეს არის კატასტროფული ვითარება და ვფიქრობ, აშკარად არღვევს იმას, რასაც ჩვენ ომის წესებს ან ჰუმანიტარულ წესებს ვუწოდებთ," - განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ ნორვეგია მხარს უჭერს ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების ჰუმანიტარულ პაუზას, ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად.