NYT: F-16-ები უკრაინის ცაზე ივლისში გამოჩნდებიან, მაგრამ სულ რამდენიმე

ევროპული ქვეყნები უკრაინას მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს წინა წელს დაჰპირდნენ, მაგრამ პილოტების მომზადება და გადაცემის პროცესი მოსალოდნელზე უფრო რთული აღმოჩნდა. დაპირებული 45 თვითმფრინავიდან უკრაინა ზაფხულამდე მხოლოდ 6 ერთეულს მიიღებს. 

ინფორმაციას ამის სესახებ ნიუ იოტკ ტაიმსი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პუბლიკაციის ავტორების ცნობით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის შეუდგებიან უკრაინელი პილოტები სასწავლო კურსს რუმინეთში მდებარე ფეტესტის საავიაცო ბაზაზე, მაგრამ დაყოვნება იწყვევს გაურკვევლობასა და ქაოსს, რომლის წინაშეც ალიანსის წევრები აღმოჩნდნენ.

გაზეთის წყაროს ცნობით, წვრთნა უკვე დაასრულა თორმეტმა უკრაინელმა პილოტმა - ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე ერთი ესკადრილია. დანიაში, ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში 10-თვიანი პროგრამის გავლის შემდეგ პილოტები მზად არიან ჩაერთნონ საომარი მოქმედებებში. თუმცა, პრობლემად რჩება თვითმფრინავების დროული მიწოდება - წყაროს ცნობით, ზაფხულამდე უკრაინა მოკავშირეებისგან დაპირებული 45-დან მხოლოდ 6 F-16 მიიღებს

უკრაინისთვის დასავლური წარმოების თვითმფრინავების გადაცემის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო კვირებში - აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთი აგრესიულ საჰაერო მხარდაჭერის ოპერაციებს ახორციელებს, მასიურად იყენებენ შორ მანძილზე მფრენ პლანირებად ბომბებს

რესპუბლიკელების მიერ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაჭიანურების ფონზე უკრაინა განიცდის ყველა სახის საბრძოლო მასალის დეფიციტს, განსაკუთრებით კი საარტილერიო ჭურვების.

ახალი საბრძოლო თვინმფრიმნავები ჩვენს ცაში წელს გამოჩნდებიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვა უფრო ეფექტური გახდეს რუსების პლანირებადი ბომბების, საბრძოლო თვიმფრინავებისა და რაკეტების წინააღდეგ“ - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 1 მარტს.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ როდის გააგზავნიან ევროპული ქვეყნები თვითმფრინავებს, რამდენს გააგზავნიან, რა დონეზე სწრაფად შეძლებენ უკრაინელი პილოტების გაწვრთვნას, ასევე უცნობია ვინ იქნება პასუხისმგებელი ლოჯისტიკურ ნაწილზე - თვითმფრინავების გამართულად მუშაობასა და შეკეთებაზე.

ავტორი წერს, რომ უკრაინელმა პილოტებმა ისედაც “ელვის სისწრაფით” რამდენიმე თვეში გაირეს სასწავლო კურსი, რომელიც სტანდარტულად თეორიულ ნაწილს, სიმულაციურ სწავლებას, ფრენას მოიცავს და წლები გრძელდება.

მიუხედავად ამისა, პროცესი მოლოდინზე უფრო ნელი ტემპით მიდის - ენობრივი ბარიერის მიღმა, პრობლემას ქმნის უკრაინელი პილოტების დასავლურ საფრენ აპარატებთან მუშაობის გამოუცდელობა. ამ დრომდე უკრაინელი პილოტები მხოლოდ საბჭოთა და რუსულ წარმოების თვითმფრინავებზე იწვრთნებოდნენ. 

ამერიკის საჰაერო ძალების გადამდგარი ოფიცრის, ბილ ტომასის ცნობით, ჯერჯერობით კვლავ უცნობია თუ რა ვადებში დაიწყება უკრაინელი პილოტების ტრენინგი რუმინეთში. გაურკვეველია თვითმფრინავების მიწოდების საბოლოო გრაფიკიც.

დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია და ბელგია უკრაინას ჯამურად 45 თვითმფრინავს დაჰპირდნენ. ეს დაახლოებით 3 პატარა ესკარდილიაა. გრაფიკის მიხედვით, უკრაინა დანიისგან წლის ბოლომდე სულ 19 აპარატს მიიღებს, მათ შორის პირველ 6 ზაფხულამდე.

დანარჩენ ქვეყნებს სავარაუდო გადაცემის თარიღი არ დაუსახელებიათ. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერის, იურიაან ესერის თქმით უკრაინა დაპირებულ 24 თვითმფრინავს მაშინ მიიღებს, როდესაც "ამისთვის მზად იქნება."

დაახლოებით 50 უკრაინელი ტექნიკოსი გადამზადდა დანიაში თვითმფრინავების მხარდაჭერის, შეკეთებისა და შეიარაღების განთავსებაში.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ერთი F-16-ის სრულ მომსახურებას 14 ადამიანი სჭირდება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დასავლელი სამხედრო კონტრაქტორები აპარატებს მომსახურე პერსონალს უკრაინაში გაჰყვებიან და მანამ დარჩებიან, სანამ, საკმარისი უკრაინელი არ გადამზადდება. პროცესი შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.

უკრაინის მოძველებული და დაზიანებული სამხედრო საფრენი ბილიკების მდგომარეობამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შეაფერხოს დასავლური ბორტების ბრძოლის ველზე გამოჩენა.

F-16-ების საკითხზე არანაკლებ აწუხებთ უკრაინელ ლიდერებს ვითარება ხმელეთზეც, სადაც, მათ სჭირდებათ უფრო მეტი საარტილერიო ჭურვი და ამუნიცია, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ომის სახმელეთო კომპონენტისთვის.

“F-16 ტექსნიკური მახასიათებლებისა და რაოდენიბის გამო არ ვფიქრობ, რომ ისინი ამ ეტაპზე კარდინალური ცვლილებების მომტანი იქნებიან ბრძოლის ველზე”,- განაცხადა ევნგენია გავერმა, ყოფილმა უკრაინელმა დიპლომატმა და საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა.

“მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სხვა ამუნიციასთან ერთად, შორ-მანძილზე მოქმედი რაკეტებით, F-16-ები შეცვლიან სურათს”,- ამბობს გაბერი. 

 

მსგავსი სიახლეები