ობამა: ამერიკელები ჩვენი მოკავშირის, ისრაელის გვერდით დგანან
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირველად აფასებს ჰამასის შეტევას ისრაელზე და ტვიტერზე წერს, რომ "ყველა ამერიკელი უნდა იყოს შეშინებული და აღშფოთებული ისრაელზე თავხედური ტერორისტული თავდასხმებით და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტით."
"ჩვენ ვწუხვართ დაღუპულთა გამო, ვლოცულობთ მძევლად მყოფთა უსაფრთხო დაბრუნებისთვის და მტკიცედ ვდგავართ ჩვენი მოკავშირის, ისრაელის გვერდით, რადგან ის ანადგურებს ჰამასს," - წერს ის.
"რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ტერორისგან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწრაფვა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის როგორც ისრაელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის." - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.