ობამა ისრაელის მიერ ღაზასთვის საკვებისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას აკრიტიკებს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ისრაელის გადაწყვეტილება, ღაზას სექტორს საკვების, წყლის და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს, "ქმნის არა მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების საფრთხეს, არამედ შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს პალესტინელების დამოკიდებულება (ისრაელის მიმართ. - რედ.) თაობების განმავლობაში, შეაფერხოს გლობალური მხარდაჭერა ისრაელის მიმართ და დაეხმაროს ისრაელის [მტრებს] და ძირს გამოუთხაროს გრძელვადიან ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად."
კრიტიკა ობამას მიერ გამოქვეყნებული ვრცელი განცხადების ნაწილია.
მისი პირველი განცხადება ფოკუსირებული ძირითადად ჰამასის დაგმობაზე და ისრაელისთვის მხარდაჭერის შეთავაზებაზე იყო.
ობამა მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიდგომას, რომელიც მოიცავდა ისრაელისთვის დიპლომატიურ და სამხედრო მხარდაჭერას, ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალებს მოუწოდებს დაიცვას საერთაშორისო სამართალი და შეამციროს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი.
ის საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ჩაერთონ პალესტინელ ლიდერებთან დიალოგში, რომლებიც აღიარებენ ისრაელს, რათა მიაღწიონ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას.