ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსებმა ქალაქის ახალი "მერი" დანიშნეს
ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსმა ოკუპანტებმა ქალაქის ახალი ე.წ. მმართველი დანიშნეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება. ამ ცნობების თანახმად ქალაქის ახალი მმართველად ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი, გალინა დანილიჩენკო დანიშნეს.
გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში დანილიჩენკო მელიტოპოლის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, "ყველა მექანიზმით გადაეწყონ ახალ სინამდვილეზე, რათა რაც შეიძლება სწრაფად, დაიწყონ ახლებურად ცხოვრება".
მელიტოპოლი სამხრეთ უკრაინაში მდებარე ქალაქია, რომლის მოსახლეობაც 150 ათასს შეადგენს. მელიტოლი უკრაინის პირველი ქალაქია, რომლის აღებაც რუსმა ოკუპანტებმა შეძლეს.
ოკუპანტებმა თავიდან მელიტიპოლის მოქმედი მერის გადაბირება სცადეს, თუმცა ივან ფიოდოროვისგან უარი მიიღეს. შედეგი არ გამოიღო ოკუპანტების ზეწოლამაც, ფიოდოროვმა მტერთან კოლაბორაციაზე უარი თქვა.
უკვე რამდენიმე დღეა ფიოდოროვი გატაცებულია, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია, გავრცელებული ცნობების თანახმად ოკუპანტები ფიოდოროვს აწემებენ.
ოკუპანტების მიერ დანიშნული ახალი მერი, გალინა დანილიჩენკო პრო-რუსული ოპოზიციური პარტიის წევრია, 2014 წლამდე დანილიჩენკო ვიქტორ იანუკოვიჩის, რეგიონების პარტიაში შედიოდა.