OPEC-მა ნავთობის მოპოვების გაზრდა გადაწყვიტა, ამან შესაძლოა ნავთობი გააიაფოს

ნავთობის მომპოვებელი ქვეყნის კარტელმა (OPEC+) მიმდინარე წლის ოქტომბრიდნ მოპოვების შესამჩნევი ზრდის გადაწყვეტილებაა მიიღო, საუბარია ყოველდღიურად 137 ათას ბარელ ნავთობზე.
ვითარების არსი: მოპოვების ზრდის გადაწყვეტილება კარტელმა საუდის არაბეთის დაჟინებული მოთხოვნის გამო მიიღო, რომელიც კლუბის ყველაზე გავლენიანი წევრია.
- კომენტატორების შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილება მოწმობს, რომ საუდის არაბეთმა უარი თქვა სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც სანავთობო შემოსავლების უზრუნველყოფა მაღალი ფასების შენარჩუნებით უნდა მომხდარიყო.
- ამის ნაცვლად ერ-რიადი იმავე მიზნის მიღწევას გაზრდილი მოპოვების მეშვეობით შეეცდება.
- მოსალოდნელია მოპოვების გაზრდილი კვოტებით ძირითადად საუდის არაბეთი და გაერთიანებული საამიროები ისარგებლებენ, რადგანაც სხვა წევრი ქვეყნები ისედაც მოპოვების მაქსიმალურ მაჩვენებლებზე გადიოდნენ.
კონტექსტი: ეს მიმდინარე წელს მოპოვების გაზრდის შესახებ მიღებული მეორე გადაწყვეტილებაა, თუმცა წინა შემთხვევაში ნავთობის საერთაშორისო ფასები მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.
- მოსალონდელია, რომ დღევანდელ გადაწყვეტილება ნავთობის ფასებზე უფრო დიდი გავლენა ექნება (გაიაფების კუთხით), რადგანაც საერთაშორისო ტრეიდერები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ პროგნოზირებდნენ ბაზარზე ნავთობის მოჭარბებულ ნაშთს.