პარასკევს რუსეთში კორონავირუსით 936 ადამიანი დაიღუპა

პარასკევს რუსეთში კორონავირუსით 936 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული რიცხვია. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press ავრცელებს.

რუსეთში სიკვდილიანობა ზედიზედ სამი დღეა 900-ზე მეტია. ამის მიზეზად კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელება, შეზღუდვების არარსებობა და ვაქცინაციის ძალიან დაბალი რიცხვი სახელდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოფიციალური მონაცემებით რუსეთში კორონავირუსით 213 549 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი გამოცემა Moscow Times-ის ვარაუდით, დაღუპულთა რაოდენობა 596 000-ია.

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით რუსეთი ევროპაში პირველ ადგილზეა. 

ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 29% არის სრულად აცრილი, 33%-მა კი ვაქცინის პირველი დოზა მიიღო.

 

 

 

მსგავსი სიახლეები