პარიზის მერი ან იდალგო პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

პარიზის მერმა ან იდალგომ განაცხადა, რომ ის საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

სოციალისტი პოლიტიკოსი 2014 წლიდან პარიზის მერია. მან პირობა დადო, რომ უფრო "სამართლიან საფრანგეთს" ააშენებს.

"თავმდაბლობით და ჩვენი დროის სერიოზულობის გააზრებით, იმედებს რეალობად ვაქცევთ. მე გადავწყვიტე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყო," - განაცხადა იდალგომ.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის აპრილში ჩატარდება.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ჯერ ოფიციალურად არ დაუყენებია საკუთარი კანდიდატურა, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ის მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, მაკრონი საპრეზიდენტო რბოლას ლიდერობს. მეორე ადგილზე კი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენია. 

ამჟამინდელი გამოკითხვებით იდალგო რესპუბლიკელი ქსავიე ბერტრანის და ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონის შემდეგ, მეხუთე ადგილს იკავებს.

 

 

მსგავსი სიახლეები