პენტაგონი ადასტურებს პრო-ირანული დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაციას ერაყში

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა პრო-ირანული სამხედრო დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაცია - მუშთაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარი ბაღდადის ერთ-ერთ უბანში მაშინ საკუთარ ავტომობილში მოკლეს. 

პრო-ირანული დაჯგუფება ჰარაქატ ალ-ნუჯაბას ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ცნობები პენტაგონის სპიკერმა, პატრიკ რეიდერმა ბრიფინგზე დაადასტურა. 

რეიდერის თქმით, ალ-ჯავარი აქტიურად მონაწილეობდა ერაყში განთვასებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მომხდარ თავდასხმებში. პენტაგონში განმარტეს, რომ დარტყმის შედეგად მოკლულია დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი, თუმცა ოპერაციას არ მოჰყოლია სამოქალაქო მსხვერპლი ან ინფრასტრუქტურის დაზიანება. 

კონტექსტი 

ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დაწყებული სამხედრო კამპანიის შემდეგ რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმები გახშირდა. 

ამგვარი თავდასხმები მოხდა სირიაშიც, თუმცა დაძაბულობის ეპიცენტრად ერაყი რჩება. ქვეყანაში ამ დრომდე 2 500-მდე ამერიკელი სამხედრო მსახურობს, 17 ოქტომბრიდან ამ დრომდე პრო-ირანულმა დაჯგუფებებმა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ჯამურად 100-ზე მეტი შეტევა მიიტანეს. 

 

მსგავსი სიახლეები