პენტაგონი: მარიუპოლში დაახლოებით 2000 რუსი ჯარისკაცი რჩება
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, მარიუპოლში რუსი სამხედროების დაახლოებით ორი ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფი რჩება. ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს 4 მაისს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
CNN განმარტავს, რომ ორი ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფი 2000 ჯარისკაცია.
ჟურნალისტების განუცხადეს აღნიშნა, რომ პენტაგონს ზუსტი სურათი არ აქვს, თუმცა დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ საუბარია სამხედრო ძალების "შერეულ შენაერთზე". კერძოდ, ისინი თვლიან, რომ მარიუპოლში დარჩენილ რუსულ ჯარებს შორის არიან კადიროვიელებიც.
29 აპრილს პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროების ნაწილმა ქალაქი დატოვა და ჩრდილო-დასავლეთით დაიწყო გადაადგილება. CNN აღნიშნავს, რომ ეს არის 10 BTG. ამერიკელი თავდაცვის ჩინოვნიკის თქმით, ისინი ახლა "ჩრდილოეთით გადაადგილებას ცდილობენ" და დონეცკის ოლქში, ველიკა ნოვოსილკას მიდამოში "ჩარჩნენ".