პენტაგონი: თებერვლიდან უკრაინაში რუსული არმიის 10-მდე გენერალი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ორთვენახევრის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 8-დან 10-მდე რუსი გენერალი მოკლეს. ამის შესახებ 10 მაისს სენატის თავდაცვის კომიტეტში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა განაცხადა.
როგორც CNN აღნიშნავს, ამერიკელი სამხედროები ყურადღებით აკვირდებიან რუსი გენერლების დაღუპვას, რომელთა რაოდენობაც ატიპიურად მაღალია თანამედროვე არმიის სტანდარტებისთვის და ბევრად აღემატება ავღანეთის კონფლიქტში 10 წლის განმავლობაში დაღუპული ამერიკელი გენერლების რაოდენობას.
ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი ამას ნაწილობრივ იმ ფაქტს უკავშირებს, რომ აშშ უზრუნველყოფს უკრაინის სადაზვერვო მხარდაჭერას, ზოგი კი რუსი გენერლების აქტიურობის აუცილებლობას ომის ზონაში ჯარისკაცების მოტივირებისთვის.
რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ კოტონმა ბერიერს ჰკითხა, ნიშნავს თუ არა რუსი გენერლების დაღუპვის ეს მაჩვენებელი ფრონტის ხაზზე გასვლის აუცილებლობას თავიანთი ბრძანებების შესასრულებლად, რასაც ამერიკელმა გენერალმა დადებითად უპასუხა.