პესკოვი: აღლუმის საავიაციო ნაწილი ამინდის გამო არ შედგება
ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გამარჯვების დღის აღლუმის საავიაციო ნაწილი ამინდის გამო არ შედგებოდა. ამასთანავე დილიდან მზიანი ამინდია და წვიმა ნაკლებად მოსალოდნელია.
ავიაღლუმი დღეს არ ჩატარდა არამხოლოდ მოსკოვში არამედ, გამარჯვების აღლუმის ეს ნაწილი გადაიდო სანქტ-პეტერბურგში, ვორონეჟში და სხვა დიდ ქალაქებში. ყველგან ამის მიზეზად ამინდი დასახელდა.
___________________________________________
პუტინის 9 მაისის აღლუმის სიტყვის მთავარი აქცენტები:
- ნატომ არ ისურვა ჩვენი მოსმენა, მათ განსხვავებული გეგმები ჰქონდათ - მთელი სიმძლავრით მიდიოდა უკრაინის მზადება ყირიმსა და დონბასზე თავდასხმისთვის. ალიანსმა ჩვენი მიმდებარე ტერიტორიის ათვისება დაიწყო, კიევში ბირთვული შეიარაღების შექმნაზე ალაპარაკდნენ. რუსეთის უშუალო სიახლოვეში იქმნებოდა პირდაპირი საფრთხე. ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ შეტაკება ბანდეროველებთან და ნაცისტებთან გარდაუვალი იყო;
- რუსეთმა წინსმსწრები დარტყმა მიიტანა, ეს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის იძულებითი ნაბიჯი იყო;
- მივმართავ რუსეთისა და დონბასის სამხედრო მოსამსახურეებს - თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, თქვენ იბრძვით ჩვენს მიწაზე. იბრძვით მიწაზე, რომელზეც მტერს ამარცხებდნენ სვიატოსლავ და ვლადიმირ მონომახი, სადაც იბრძოდნენ რუმიანცევის და პოტიომკინის, სუვოროვის და ბრუსილოვის ჯარისკაცები
- ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს ტრადიციულ ფასეულობებზე, ხოლო დასავლეთში როგორც ჩანს ათასწლოვანი ფასეულობების გაუქმება გადაწყვიტეს.