პესკოვი: პუტინი რუსეთის ეროვნული ბრენდია

ვლადიმირ პუტინი თავისი ქვეყნის ბრენდია - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. 

"ასე თუ ისე, ჩვენ გვაქვს ეროვნული ბრენდი - პუტინი. ეს მართლაც ასეა, ჩვენში პუტინი უპრეცედენტო მხარდაჭერით სარგებლობს", - თქვა პესკოვმა ჟურნალისტის მიერ ყველაზე მნიშვნელოვან რუსულ ბრენდზე დასმული კითხვის შესახებ. 

თავის მხრივ ჟურნალისტმა გაიხსენა ბელარუსის დიქტატორის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსპიკერის, ნატალია ეისმონტის სიტყვები, რომლის მიხედვითაც ბელარუსის მთავარი ბრენდი ალექსანდრ ლუკაშენკო და დიქტატურაა. 

"ალბათ დამეთანხმებიან სპეციალისტები - სოციოლოგები და პოლიტოლოგები: სხვადასხვა თანამდებობებზე თითქმის 22 წელი იყო ხელისუფლებაში და მოსახლეობის 80%-ზე მეტი გიჭერდეს მხარს - ეს ალბათ გინესის რეკორდების წიგნში უნდა შევიდეს", - ამბობს დმიტრი პესკოვი.

პესკოვის ინტერვიუმდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის [ВЦИОМ] ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მაჩვენებელმა 81% შეადგინა.

 

მსგავსი სიახლეები