Pfizer-ი საფრანგეთში €520 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

 

Pfizer-ი საფრანგეთში ანტი-ვირუსული აბების საწარმოს გახსნის და შემდეგი 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჯამში 520 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ კომპანიამ ორშაბათს განაცხადა.

გადაწყვეტილება Pfizer-ის სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც მსოფლიოში Paxlovid-ის ანტივირუსული აბების წარმოება უნდა გაიზარდოს. 

კლინიკური კვლევების თანახმად, მედიკამენტი კორონავირუსით ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციას და გარდაცვალებას 90%-ით ამცირებს.

საფრანგეთში გახსნილ საწარმოში Paxlovid-ის ერთ-ერთი კომპონენტის წარმოება დაიწყება.

მედიკამენტმა ამერიკული რეგულატორისგან გადაუდებელი ავტორიზაცია დეკემბერში მიიღო.

520 მილიონიანი ინვესტიციის ნაწილია საფრანგეთში სამედიცინო კვლევების დაფინანსებაც.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები