კვლევა: ბოლო 2 წელში პირველად პოროშენკოს პარტია პირველ ადგილზეა
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია "ევროპული სოლიდარობა" საზოგადოებრივი აზრის კვლევებით პირველ ადგილზეა. ამის შესახებ კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
უმაღლესი რადის არჩევნები დღეს რომ ჩატარებულიყო "ევროპულ სოლიდარობას" მხარს უკრაინელების 15.7% დაუჭერდა, ზელენსკის პარტია "ხალხის მსახურს" კი - 15.5%.
1 თვის წინ "ხალხის მსახურის" რეიტინგი 20% იყო
გამოკითხვით მესამე ადგილზეა იულია ტიმოშენკოს პარტია "ბატკივშინა" - 13.6%.
მეოთხე ადგილზე კი პრორუსული პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" - 13%.
ამ პარტიების გარდა, 5%-იან ბარიერზე მაღალი შედეგი კიდევ 4 პოლიტიკურ ძალას აქვს.
15-18 ოქტომბერს ჩატარებულ კვლევაში 1200 ადამიანი მონაწილეობდა და ცდომილების ზღვარი 3.2%-ია.