პირველი ინტერვიუ უკრაინული F-16-ის პილოტთან: გასროლილი რაკეტების 80% სამიზნეს ხვდება

უკრაინის საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნა პირველი ინტერვიუ უკრაინული F-16 Falcon-ის პილოტთან, რომელიც საუბრობს საბრძოლო მისიებზე, ტაქტიკაზე და ძლიერ გუნდზე, რომელმაც წარმატებით აითვისა დასავლური ტექნოლოგია და მისი გამოყენების ახალი მიდგომები.

მფრინავი, რომლის ვინაობაც უცნობია, ამბობს, რომ თითქმის ყოველდღე F-16-ის მოიერიშე მფრინავები ახორციელებენ ერთ ან ორზე მეტ გაფრენას, რათა დაბომბონ მტერი ფრონტის ხაზის მიღმა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

Falcon-ის პილოტები ასევე დაფრინავენ თავიანთი სხვა თანამებრძოლების დასაცავად (MiG-29, Su-27, Su-24, Su-25).

პილოტი აღნიშნავს, რომ უკრაინელი ჯარისკაცების მიერ დასავლური ტექნიკის გამოყენების ეფექტურობა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო, ძალიან მაღალია.

"თითქმის ყველა რაკეტა ხვდება მიზანს... რაკეტების 80%-ზე მეტი, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ, სამიზნეს ხვდება. ისინი ანადგურებენ როგორც Shahed-ის დრონებს, ასევე საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ფრთოსან რაკეტებს.

სამიზნეები ჩვენთვის წინასწარ ცნობილია, ჩვენი დაზვერვა საკმაოდ კარგად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მედია აცხადებდა, რომ ჩვენ არ ვიღებთ სადაზვერვო მონაცემებს... შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სადაზვერვო ძალები ძალიან სწრაფად ადაპტირდებიან, ვიღებთ განახლებულ მონაცემებს...

ახლა ჩვენ მხოლოდ ტაქტიკურ სიღრმეში შეგვიძლია დარტყმა, მაგრამ ამ დარტყმების ეფექტურობა ძალიან მაღალია: თუ მოგვინდება, ჩვენი ბომბი ვიღაცის ფანჯარაში შეფრინდება." - აღნიშნა პილოტმა.

მსგავსი სიახლეები