Politico: თეთრ სახლში ამბობენ, რომ ტრამპის რიტორიკა არ ნიშნავს ძირეულ ცვლილებას

თეთრ სახლში ამბობენ, რომ უკრაინელ პრეზიდენტს ჯერ კიდევ შეუძლია აშშ-სთან ურთიერთობების გადარჩენა და რომ დონალდ ტრამპის რიტორიკა არ ნიშნავს პოლიტიკის ძირეულ ცვლილებას რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Politico ავრცელებს

წყაროების ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის ურთიერთობების რეაბილიტაცია დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწრაფად მოაწერს ხელს უკრაინა იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას. 

ტრამპის ადმინისტრაციის ინსაიდერები გამოცემასთან საუბარში ამბობენ, რომ დონალდ ტრამპის რიტორიკული თავდასხმები ზელენსკიზე, რომელმაც ევროპელებისა გაოცება და რუსების სიხარული გამოიწვია არ ნიშნავს აშშ-ს პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას, არამედ მხრიდან აშშ-ს მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაზე უარით გამოწვეული რეაქციაა. 

"მათ შესაძლოა რთული გზით, მაგრამ უნდა გაიაზრონ, რომ ტრამპის საჯარო კრიტიკას უარესი შედეგი მოჰყვება. გარემოცვაში არის პატარა, მაგრამ ძალიან ხმაურიანი ანტი-უკრაინული ჯგუფი, მაგრამ უმრავლესობა კვლავ პრო-უკრაინულადაა განწყობილი. ტრამპის საჯარო კრიტიკა აძლიერებს მხარეს, რომელიც შენს წინააღმდეგაა"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. 

ტრამპთან პირდაპირ კომუნიკაციაში მყოფი რესპუბლიკელი და აღმასრულებელი მაღალჩინოსნები Politico-ს ეუბნებიან, რომ არ ღირს ტრამპის მწვავე რიტორიკისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება, რადგანაც "ეს ტრამპის მსგავსი "დილ მეიკერისგან" მოსალოდნელი მოლაპარაკებების ტაქტიკაა".

იგივე წყაროები მიუთითებენ, რომ კიევმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაწეროს ხელი იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას, რომელიც მათი მოპოვების შედეგად მიღებული შემოსავლის ნახევარს აშშ-ს მიაკუთვნებს. 

აღნიშნულ გეგმას მხარს უჭერენ პრო-უკრაინულად განწყობილი ისტებლიშმენტის რესპუბლიკელები, რომლებიც იშვიათი მინარალების შეთანხმებას ხედავენ, როგორც საუკეთესო გზას, რომ პარტიის MAGA ფრთა უკრაინის მხარდაჭერით დააინტერესონ.

მსგავსი სიახლეები