პოლონეთი მხადაა MiG-29 ტიპის გამანადგურებლები უფასოდ გადასცეს აშშ-ს
პოლონეთი მხადაა მიგ-29 ტიპის გამანადგურებლები უფასოდ გადასცეს აშშ-ს, ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სავარაუდოა, რომ ეს წინა დღეებში აშშ-ის და პოლონეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირდება, რომლის მთავარი მიზანიც პოლონეთის საკუთრებაში არსებული რუსული წარმოების თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა იყო
საკითხზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერმაც - მატეუშ მორავიეცკის თქმით, პოლონეთი მზად არის თვითმფრინავები გადაიყვანოს გერმანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე და სწორედ იქ გადასცეს თვითმფრინავები ამერიკულ მხარეს.
ამავდროულად, მორავიეცკიმ ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი ჯერჯერობით არ არის მზად დამოუკიდებლად იმოქმედოს და პირდაპირ გადასცეს თვითმფრინავები უკრაინას, მისი თქმით, ამის თაობაზე გადაწყვეტილება ალიანსმა უნდა მიიღოს.