პოლონეთი საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის "უპრეცედენტო "ჩარევაზე საუბრობს

პოლონეთი მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის უპრეცედენტო ჩარევაზე საუბრობს და დეზინფორმაციის გავრცელებისა და კიბერშეტევების რიცხვის ზრდაზე მიუთითებს.
State Of Play: ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და გაციფრულების მინისტრმა კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა - პოლონელი ჩინოვნიკის ციტატას Reuters ავრცელებს.
- გავკოვსკის ცნობით, რუსეთი სისტემატურად ავრცელებს დეზინფორმაციას, ასევე კიბერშეტევებს ახორციელებს პოლონეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა შეაფერხოს ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირება.
- პოლონელი მინისტრი ამბობს, რომ რუსეთმა კიბერშეტევები განახორციელა სახელმწიფო უწყებების, წყალმომარაგების, რკინიგზისა და ელექტრომომარაგების კომპანიების წინააღმდეგ.
- გავკოვსკის თქმით, ჯამურად რუსული კიბერშეტევების რაოდენობა წინა წელთან შედარებით ორჯერ არის გაზრდილი - "ჩემი გამოსვლის დაწყების მომენტიდან სავარაუდოდ რუსეთთან დაკავშირებული რამდენიმე ათეული ასეთი ინციდენტი მოხდა."
Big Picture: მიმდინარე წლის მარტში ვარშავამ მოსკოვი სახელმწიფო საინფორმაციო საიტზე განხორციელებულ კიბერშეტავაში დაადანაშაულა - პოლონეთის მთავრობის ცნობით, სწორედ რუსმა ჰაკერებმა განათავსეს ყალბი ახალი ამბავი ქვეყაში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ.
- თებერვალში გავკოსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა პოლონეთის კოსმოსური სააგენტოს საიტზე, ხოლო იანვარში სამართალდამცველებმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ გადაბირებული ჯგუფი გაშიფრეს.
Сontext: მიმდინარე წლის აპრილში ნიდერლანდის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში საუბარი იყო, რომ რუსეთის მიერ ორგანიზებული დივერსიული და ძილგამომთხრელი საქმიანობის რისკი წლის ბოლომდე მკვეთრად გაიზრდებოდა.