პოლონეთის პრემიერი: დონორებმა უკრაინისთვის $6.5 მილიარდი შეაგროვეს
დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 5 მაისს ვარშავაში პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით გაიმართა, უკრაინის დასახმარებლად 6.5 მილიარდი დოლარი შეგროვდა.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ კონფერენციაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, წერს Интерфакс-Украина.
"გმადლობთ ყველა შემოწირულობისთვის, მე ახლახან მივიღე საბოლოო მონაცემი. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ ყველამ შევძელით 6.5 მილიარდი დოლარის მობილიზება", - თქვა მან.
მორავიეცკის სიტყვებს ტაშით შეხვდნენ.