პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე ვერტმფრენები განათავსა: მზად ვართ იარაღის გამოსაყენებლად
ბელორუსული შვეულმფრენების მიერ საზღვრის გადაკვეთის პროვოკაციის შემდეგ, პოლონეთმა პოდლასკის სავოევოდოს საზღვარზე შემტევი შვეულმფრენები განათავსა.
ამის შესახებ TVP იუწყება.
ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა და გენერალმა მარეკ სოკოლოვსკიმ განაცხადეს, რომ პოლონეთმა საბრძოლო შვეულმფრენები სახმელეთო ჯარების 1-ლი საავიაციო ბრიგადადან და 25-ე საჰაერო საკავალერიო ბრიგადადან პოდლასკის სავოევოდოში, ბელორუსის საზღვართან გადაიტანა.
გენერალმა სოკოლოვსკიმ განაცხადა, რომ ისინი მორიგეობისას სრულ მზადყოფნაში, ორ ლოკაციაზე იქნებიან.
"ეს ვერტმფრენები შეიარაღებული და მზად არიან საბრძოლველად," - თქვა მან და დასძინა, რომ ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიან პილოტები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ერაყისა და ავღანეთის მისიებში.
"ისინი ძალიან გამოცდილები არიან. თუ რაიმე საგანგაშო მოხდება, ისინი არ დააყოვნებენ იარაღის გამოყენებას." - თქვა გენერალმა.
მას შემდეგ, რაც ორი ბელორუსული ვერტმფრენი პოლონეთის ტერიტორიაზე დაბალ სიმაღლეზე შევიდა, რის გამოც ისინი მაშინვე ვერ აღმოაჩინეს, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა საზღვარზე ჯარების რაოდენობა გაზარდონ და იქ დამატებითი შვეულმფრენები შეიყვანონ.
ოფიციალური მინსკი აგრძელებს მომხდარის უარყოფას.