პოლონეთში ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით ექიმები გაიფიცნენ

ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ათასობით პოლონელი შაბათს ვარშავის ქუჩებში გამოვიდა და ექიმებისთვის, ექთნებისთვის და ამ სექტორში დასაქმებული სხვა ადამიანებისთვის ხელფასების გაზრდა მოითხოვა.

აქცია პოლონეთში კორონავირუსის მეოთხე ტალღას მოჰყვა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში დღიური შემთხვევების რაოდენობა 500-ს აჭარბებს, თუმცა ზრდის ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 1 თვეში ინფიცირების 10 000 შემთხვევაც მოსალოდნელია. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი ძირითადად აუცრელ პოლონელებში ვრცელდება.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, კვიპროსის შემდეგ პოლონეთში 1000 ადამიანზე ყველაზე ცოტა - 2.4 ექიმია. ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი კი 3.7-ია. პოლონეთში ექთნების მწვავე დეფიციტიც არის.

დემონსტრანტების მოთხოვნაა, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებისთვის მინიმალური ხელფასის დაანგარიშების წესი შეიცვალოს. ასევე, ისინი ზოგადად ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების ზრდასაც ითხოვენ.

 

 

მსგავსი სიახლეები