პოროშენკო: პუტინი სუსტია, როდესაც ყველა ერთად ვდგავართ

 

პეტრო პოროშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი მიესალმება დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისადმი მზარდ მხარდაჭერას, რისთვისაც ევროკავშირის ლიდერებს მადლობას უხდის. 

"ჩვენ არ გვეშინია პუტინის. როდესაც ერთად ვდგავართ, მაშინ პუტინი სუსტია" - განაცხადა პოროშეკომ, France 24-თან საუბრის დროს. 

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე კიევში იმყოფება და მისი პარტიის წევრებთან ერთად, დედაქალაქის დაცვაში მონაწილეობს. 

მსგავსი სიახლეები