პოროშენკომ გაიხსენა, როგორ ჰკითხა ტრამპმა: "ვისია ყირიმი?"

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერმა პეტრო პოროშენკომ The New York Times-თან გაიხსენა, თუ როგორ ჰკითხა მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის მაშინდელმა ლიდერმა დონალდ ტრამპმა ყირიმის შესახებ.

State Of Play: ყოფილმა პრეზიდენტმა გამოცემას უამბო, როგორ ჰკითხა ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ერთ-ერთ შეხვედრაზე პოროშენკოს, შეეძლო თუ არა გულწრფელი პასუხის მიღება კითხვაზე.

  • პოროშენკომ უპასუხა "დიახ." შემდეგ ტრამპი უფრო ახლოს მიიწია და ჰკითხა: "მითხარი, ყირიმი რუსულია?"
  • უკრაინის ექს-პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ყირიმი უკრაინულია და ჰკითხა, რატომ დასვა ეს კითხვა. შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ რუსმა მეგობარმა უთხრა, რომ ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილი უნდა ყოფილიყო.

Big Picture: გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის პირველი ვადის დასრულებამდე ადმინისტრაციამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომელიც ცნობილია როგორც "ყირიმის დეკლარაცია," რომელშიც აცხადებდა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.

  • "მასთან ადვილი არ არის, მაგრამ ახლა დიპლომატიის დროა." - თქვა პოროშენკომ ტრამპის შესახებ.
  • უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა მოქმედ ხელისუფლებას მოუწოდა შექმნას ეროვნული ერთიანობის მთავრობა ომის დასასრულებლად.
  • "ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა ეროვნული ერთიანობის კოალიციის, ეროვნული ერთიანობის მთავრობისა... ჩვენ უნდა გვქონდეს ერთობა პარლამენტში და გამოვავლინოთ ერთიანობა ქვეყანაში. და ამ გადაწყვეტილების შედეგი უნდა იყოს ომის დასრულება." - განაცადა პოროშენკომ.

Context: მან ასევე თქვა, რომ არ ეთანხმება ტრამპის შეფასებას ზელენსკის შესახებ, რომ ის დიქტატორია.

  • ამასთან, ექს-პრეზიდენტმა მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს "კატასტროფული, არაკონსტიტუციური და უსამართლო" უწოდა. მისი თქმით, თუ დააპატიმრებენ, იტყვის, რომ უკრაინა დიქტატურის გზაზეა.
  • NYT აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, პოროშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მცირე შანსი აქვს, რადგან ის ჩამორჩება ზელენსკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის.

მსგავსი სიახლეები