პუტინი: ბუჩა ისეთივე 'ფეიკი' იყო, როგორც ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება
ვლადიმირ პუტინმა ბუჩაში რუსი ოკუპანტების ომის დანაშაულების შესახებ ინფორმაციას ყალბი უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ბუჩის სისხლიანი ინციდენტი, რომელსაც დასავლეთში გენოციდის შემთხვევად აფასებენ, სირიაში ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას შეადარა:
"შემდეგ გაირკვა, რომ ყალბი ინფორმაცია ყოფილა. ბუჩაზეც ასეთივე ფეიკი ვრცელდება".
პუტინის განცხადებით, ბელარუსის რეჟიმის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მას მტკიცებულებები გადასცა "ბუჩის ფეიკის ორგანიზატორების შესახებ".
ლუკაშენკამ ბუჩის სისხლისღვრის ორგანიზებაში დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა.