პუტინი: ერდოღანმა მოლაპარაკებებისთვის არც თუ ისე ხელსაყრელი დრო შემომთავაზა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი ექნება.
ამის შესახებ პუტინმა 29 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში, რუსეთ-აფრიკის სამიტის შედეგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მედიამ 28 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა უგულებელყო ერდოღანის მოთხოვნა "მარცვლეულის შეთანხმებაზე" მოლაპარაკების შესახებ, რომელსაც ვადა 18 ივლისს ამოეწურა.
"ჩვენ გვინდოდა ტელეფონით საუბარი, პრეზიდენტმა ერდოღანმა შემოგვთავაზა საუბარი, მაგრამ მან შემოგვთავაზა დრო, რომელიც ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი არ იყო. მე შევთავაზე დღეს [29 ივლისს] - ეს მისთვის არახელსაყრელია, მე ვთავაზობ ხვალ - ის ასევე არაკომფორტულია. ოთხშაბათს. [2 აგვისტო]," - განაცხადა პუტინმა.
მან ასევე დაამატა, რომ ერდოღანთან შეხვედრაზე შეთანხმდა.
"ან ჩვენთან ჩამოვა, ან მე წავალ, ვნახავთ... ჯერ კიდევ არ შევთანხმებულვართ სად - არც ჩვენს ქვეყანაში, არც თურქეთში," - აღნიშნა პუტინმა.