პუტინი: ფასები შესამჩნევად გაიზარდა, ინფლაცია 17,5 %-ზეა

ვლადიმირ პუტინმა რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე ეკონომიკის ვითარებაზე ისაუბრა.

პუტინის განცხადებით, წლიურმა ინფლაციამ აპრილში 17,5 პროცენტს გადააჭარბა.

„ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“, - აცხადებს რუსეთის ლიდერი.

პუტინმა სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკაზე "უპრეცედენტო ზეწოლაზეც" ისაუბრა.

"სანქციები არც მათ ინიციატორ [ქვეყნებს] უჯდებათ იაფი", - ამბობს პუტინი. 

რუსეთის პრეზიდენტის მოწვეულ საგანგებო თათბირს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ - პრემიერ-მინისტრი მიშუსტინი, პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვაინო, ფინანსთა მინისტრი სილუანოვი, პუტინის ეკონომიკური მრჩეველი ორეშკინი და რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ნაბიულინა.

 

მსგავსი სიახლეები