პუტინი: სსრკ-ს სულ სანქციების ქვეშ იყო, მაგრამ კოლოსალურ წარმატებებს აღწევდა
რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში ბელარუსის დიქტატორი, ალექსანდრ ლუკაშენკო მიიღო. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან ურთიერთობისას მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებმა მცირე განცხადებებიც გააჟღერეს.
პუტინის და ლუკაშენკოს განცხადებების ძირითადი თემა უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესია და ორივე სახელმწიფოსთვის დაწესებული დასავლური სანქციები იყო.
ვლადიმირ პუტინის თქმით, ქვეყანა წარმატებით დაძლევს სანქციების უარყოფით ეფექტს - "საბჭოთა კავშირი სულ სანქციების პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ კოლოსალურ წარმატებებს აღწევდა".
სანქციების თემას გამოეხმაურა ბელარუსის დიქტატორიც - "ამ დასავლურ ღორობას უკვე შევეჩვიეთ, დღეს სანქციები ჩვენთვის შესაძლებლობების დროა".