ქურთული დანაყოფები სირიის ახალ მთავრობაში ინტეგრაციას დათანხმდნენ

ქურთი აჯანყებულების ალიანსმა, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს ხელი მოაწერა შეთანხმებას ქვეყნის ახალ პრეზიდენტთან, რომელიც მათი სამხედრო და სამოქალაქო უწყებების ინტეგრაციას მოქმედ მთავრობაში. 

ამის შესახებ სირიის მოქმედი ლიდერის, აჰმედ აშ-შარაას (ალ-ჯულანი) პრესსამსახური იუწყება. 

შეთანხმებაში, რომელსაც აშშ-ს მიერ მხარდაჭერი ქურთული ფორმირებები აწერენ ხელს ნათქვამია, რომ ისინი სრულად გადასცემენ კონტროლს აეროპორტზე, სტრატეგიულად მნშიშვნელოვან ნავთობისა და გაზის საბადოებს და საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. 

დოკუმენტში ქურთული უმცირესობა აღიარებულია სირიული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად და ნათქვამია, რომ მთავრობა იღებს ვალდებულებას უზრუნველჰყოს თითოეული უმცირესობის წარმომადგენლობას პოლიტიკურ პროცესში. 

ქურთული უმცირესობის მხრიდან შეთანხმებას ხელი სირიის დემოკრატიული ძალების მაზლუმ აბდიმ მოაწერა. 

კონტექსტი

კომენტატორების შეფასებით, აშ-შარაასა და ქურთებს შორის შეთანხმება მნიშვნელოვანი იქნება 12-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ფრაგმენტირებული ქვეყნის გაერთიანებისთვის. 

ამ ამოცანის სირთულე მკაფიოდ გამოჩნდა გასულ კვირას, როდესაც სირიის ახალი მთავრობის დანაყოფების შეტევებს ალავიტებით დასახლებულ ტერიტორიებზე ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 

ახალი მთავრობისა და ქურთული დანაყოფების შეთანხმებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს დეესკალაციას თურქეთსა და ქურთებს შორის მოსაზღვრე რაიონებში - ანკარა ხელისუფლება სირიაში დაბაკებულ ქურთულ დანაყოფებს ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს. 

ქურთული დანაყოფები გასული 13 წლის განმავლობაში დიდად არ გადიოდნენ მათ მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან და ძირითადად ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლით იყვნენ დაკავებულები. 

ჯამურად საუბარია ათობით ათას კარგად შეიარაღებულ და გაწვრთნილ მებრძოლზე, რომლებიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ჯამურად 46 ათასს კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ. სწორედ აქ მოცულობითი ამერიკული სამხედრო დახმარების მეშვეობით ქურთულმა დანაყოფებმა საბოლოოდ დაამარცხეს ისლამური სახელმწიფოს მსხვილი დაჯგუფება. 

სირიის დემოკრატიული ძალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩრდილო-აღმოსავლეთში თვითგამოცხადებულ ქურთული ავტონომიის საქმიანობაში, რომელსაც როჟავას სახელით იცნობენ. 

რეგიონში მდებარე ათობით საპატიმროში დატუსაღებულია ისლამური სახელმწიფოს 10 ათასამდე მებრძოლი და მათთან დაკავშირებული კიდევ 46 ათასი ადამიანი (ძირითადად ცოლები და შვილები). 

აშ-შარაას კოალიციის მიერ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, რეგიონში განახლდა საომარი მოქმედებები ქურთულ დანაყოფებსა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს შორის - სირიის დემოკრატიული ძალები მიუთითებდნენ, რომ შექმნილ ვითარებაში მათ გაუჭირდებოდათ ისლამური სახელმწიფოს პატიმრების მეთვალყურეობა. 

თურქეთი სირიელი ქურთების დაჯგუფებებს ქვეყანაში აკრძალული ქურდისტანის მუშათა პარტიის გაგრძელებად მიიჩნევს, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში შეიარაღებულ ბრძოლას ეწეოდა სეპარატისტული მიზნებით. 

ოფიციალურ ანკარას შეთანხების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია. 

სომხეთის, თურქეთის, სირიის, ერაყისა და ირანის საზღვრის გასწვრივ მდებარე მთიან რაიონებში ჯამურად 30 მილიონამდე ეთნიკური ქურთი ცხოვრობს, ქურთები ახლო აღმოსავლეთში სიდიდით მეოთხე ჯგუფს ქმნიან, თუმცა მათ ვერასდროს შეძლეს ეროვნული სახელმწიფოს შექმნა. 

სირიელი ქურთები, რომლებიც ქვეყნის ჯამური მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ ასადების დინასტიის მმართველობის პირობებში განგრძობითი მასობრივი რეპრესიების პირობებში ცხოვრობდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები