რადიკალმა ისლამისტმა ნანტის გარეუბანში 3 პოლიციელი დაჭრა

შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე მამაკაცი, რომელიც ისლამური რადიკალიზაციის რისკის მყოფების სიაში იყო, ფრანგ პოლიციელს დაესხა თავს და დანით დაჭრა, ხოლო 2 ოფიცერს მანამდე ესროლა, სანამ პოლიციელი მას მოკლავდა.

40 წელზე უფროსი საფრანგეთის მოქალაქე ისლამური რადიკალიზაციის რისკის მყოფების სიაში იყო მისი "მკაცრი" რელიგიური პრაქტიკის გამო, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა. მისი თქმით, თავდამსხმელი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს ციხიდან და მას ფსიქიატრიული სამსახურები აკვირდებოდნენ.

დაჭრილია სამი პოლიციელი, მაგრამ არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ნანტის გარეუბანში მომხდარი თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაცს “ღიად სურდა პოლიციაზე თავდასხმა.”

თავდამსხმელი საფრანგეთში დაიბადა და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ნასამართლევი არ ყოფილა. ეჭვმიტანილი პოლიციის განყოფილებასთან მანქანით მივიდა და პოლიციელებს უთხრა, რომ ავტომობილს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა. ამის შემდეგ მან პირველი პოლიციელი განყოფილებაშივე დანით დაჭრა, მას იარაღი წაართვა და გაიქცა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შვეულმფრენების, მეძებარი ძაღლების და 200-ზე მეტი პოლიციელის მობილიზება მოახდინა. როცა ის ალყაში მოაქციეს, ცეცხლი გახსნა.

შეტაკებისას ეჭვმიტანილი მძიმედ დაიჭრა და შუადღისას გარდაიცვალა, ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. თავდამსხმელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია.

 

მსგავსი სიახლეები