რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ?

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 16-ე პაკეტზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება მიღწეულია, როგორც ამას არაერთი წყარო იტყობინება. 

გამოცემა Politico, ორი ქვეყნის დიპლომატების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აკრძალვები შეეხება გაზისა და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების გამოყენებას, ქიმიკატებისა და სხვა ნივთიერებებისს ექსპორტს, რაც მანქანათმშენებლობის სექტორში გამოიყენება. 

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ რუსეთიდან ალუმინის იმპორტის აკრძალვაა, რაზეც საბერძნეთი ბოლო მომენტამდე ორჭოფობდა, თუმცა, როგორც წყაროები იტყობინებიან, შეთანხმება მაინც შედგა. 

ხაზგასასმელია ისიც, რომ სრულფასოვანი აკრძალვა, ალუმინის იმპორტზე, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყება, იქამდე, შემცირებული რაოდენობის შესყიდვა, ჯერ კიდევ ნებადართული იქნება. 

რა შეზღუდვა არ მოხვდა ახალ პაკეტიში? ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ რუსეთიდან, თხევადი გაზის სრული აკრძალვის დაწესებაა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ქვეყანა ახდენდა წნეხს, ევროკომისიაზე, ამ შეზღუდვის დაწესებაზე, საბოლოო ჯამში, შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა. 

თუმცა, ეს საკითხი, მაინც დარჩება დღისწესრიგში, რადგანაც ევროკავშირი გამოთქვამს მზაობას -  შეამციროს დამოკიდებულება რუსულ მხარეზე, თუკი მისი ჩანაცვლება ამერიკიდან მოხდება, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სავაჭრო მოლაპარკებების ნაწილია. 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების მიერ მიღწეულ შეთანხმებას, ოფიციალურად, მომდევნო ორშაბათს, რუსეთში ომის დაწყებიდან, სამი წლის თავზე მიიღებენ. 

მსგავსი სიახლეები