რეგიონში დაძაბულობის გამო აშშ ბელარუსიდან საელჩოს ევაკუაციას იწყებს

 

სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსიდან საელჩოსა და თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციის პროცესის ავტორიზაცია გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. 

აშშ-ის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტივობის ზრდისა და დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში მყოფმა ან იქ წასვლის სურვილის მქონე ამერიკელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგიონში ვითარება არაპროგნოზირებადია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევაკუაციის პროცესი დაიწყო დიდი ბრიტანეთის საელჩომაც კიევში. წინა კვირას იდენტური ზომები მიიღო დასავლეთის არაერთმა სახელმწიფომ. 

გადაწყვეტილებები თავის გამოსვლებში არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საელჩოების ევაკუაცია პანიკის ნიშანია და ამის საფუძველი არ არსებობს. 

 

მსგავსი სიახლეები